Wednesday, July 18, 2018

დღე მეცხრე

ტრენინგის მეცხრე დღეს-განვიხილეთ მოდული N8. გადავამოწმეთ ჩვენი პორთფოლიოები,რესურსები.გავაკეთეთ ჩანართი ელექტრონული პორთფოლიო.ასევე მოვახდინეთ ელექტრონული პორთფოლიოს ჩვენება.შემდეგ შევაფასეთ ერთმანეთის პორთფოლიოები და მასალები,ავკრიფეთ drive-ზე და ჩავაშენეთ ლინკის სახით.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

Tuesday, July 10, 2018

დღე მერვე

ტრენინგის მერვე დღეს- ვიმუშავეთ მოდულ N-7-ში, რესურსების ჩანართში გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიების-ნიმუშებს.განვიხილეთ აქტივობა მოსწავლეთა დასაჯგუფებლად და წავიკითხეთ პროექტების ფასილიტაცია.ასევე ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.დავიყავით ჯგუფურად.შევასრულეთ დავალებები ჯგუფში და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. 


Sunday, July 8, 2018

მეშვიდე დღე.

ტრენინგის მეშვიდე დღეს-ვიმუშავეთ მოდული N-6-ში, დიფერენცირებული სწავლება და მასში შემავალი საკითხები,კერძოდ 1.აზროვნების კონცეფციები.2.მაღალი სააზროვნო უნარები.3.რწმენები და დამოკიდებულებები.4.აზროვნების სწავლება.თითოეული საკითხი განვიხილეთ ჯგუფურად და წყვილებში და გაუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაციები.აგრეთვე დაგეგმვა მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე.ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომის სწავლის სტილი.ასევე სსსმ მოსწავლეს,არაქართულენოვან მოსწავლეს და ნიჭიერ მოსწავლეებთან შეურჩიეთ აქტივობა და ჩავსვით მოსწავლის ნაშრომში. ასევე განვიხილეთ თვითრეგულაციის უნარი.დისციპლინა,ორგანიზება,მოტივაცია და ბოლოს მოსწავლეთა დამხმარეში ვნახეთ სხვადასვა ნიმუშები,შევარჩიეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს ,რომელიც შევინახეთ მოსწავლის ნაშრომში.შევქმენით მოსწავლის შაბლონი და შევინახეთ მოსწავლის შაბლონში. .





Saturday, July 7, 2018

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღეს-მოდული N5-ში ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასებაზე,მოვიძიეთ ინფორმაციიები ინტერნეტში,ფოტოები.მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლეების ნაშრომებზე მათი ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით.ასევე რესურსების ჯგუფში ვნახეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენი მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკები  შევინახე შეფასების ფაილში და დრაივზე და ჩავაშენეთ ჩემს ბლოგზე.მადლობა დღევანდელი დღისთვის.






Thursday, July 5, 2018

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღეს-ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.სლაიდების ჩასმა და ზომების შემცირებაამ აქტივობის შემდეგ შევედით ბლოგზე სადაც განვიხილეთ მეწყვილის პრეზენტაცია და გაუკეთეთ უკუკავშირი. vewer-ის რესურსებში მოვნიშნეთ მოსწავლის ნაშრომი დავალება სადაც ავირჩიეთ მოსწავლეების ნამუშევრები და განვიხილეთ. ვისაუბრეთ მოსწავლის პროექტის შექმნასა და შეფასებაზე.ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს და გავაკეთეთ ინდივიდუალურად ტესტი.ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.


სასწავლო პროექტის პრეზენტაცვია



Sunday, July 1, 2018

დღე მეოთხე




ტრენინგის მეოთხე დღეს-შევისწავლე შეფასების სხვადასხვა მეთოდის  განხილვა.განვიხილეთ მოდული 2-ში აქტივობა მე-4 შეფასების განსაზღვრა  მოსწავლეთა  საჭიროებების  დასადგენად. გავეცანით მოსწავლის წინარე  ცოდნისა და საჭიროებების შეფასებას. ასევე მიმოვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები . განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები შევისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო  პროექტზე და ბოლოს პორთფოლიოს პრეზენტაციის მიბმა და შევინახეთ დისკზე.