ტრენინგის მეცხრე დღეს-განვიხილეთ მოდული N8. გადავამოწმეთ ჩვენი პორთფოლიოები,რესურსები.გავაკეთეთ ჩანართი ელექტრონული პორთფოლიო.ასევე მოვახდინეთ ელექტრონული პორთფოლიოს ჩვენება.შემდეგ შევაფასეთ ერთმანეთის პორთფოლიოები და მასალები,ავკრიფეთ drive-ზე და ჩავაშენეთ ლინკის სახით.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
Wednesday, July 18, 2018
Tuesday, July 10, 2018
დღე მერვე
ტრენინგის მერვე დღეს- ვიმუშავეთ მოდულ N-7-ში, რესურსების ჩანართში გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიების-ნიმუშებს.განვიხილეთ აქტივობა მოსწავლეთა დასაჯგუფებლად და წავიკითხეთ პროექტების ფასილიტაცია.ასევე ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.დავიყავით ჯგუფურად.შევასრულეთ დავალებები ჯგუფში და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
Sunday, July 8, 2018
მეშვიდე დღე.
ტრენინგის მეშვიდე დღეს-ვიმუშავეთ მოდული N-6-ში, დიფერენცირებული სწავლება და მასში შემავალი საკითხები,კერძოდ 1.აზროვნების კონცეფციები.2.მაღალი სააზროვნო უნარები.3.რწმენები და დამოკიდებულებები.4.აზროვნების სწავლება.თითოეული საკითხი განვიხილეთ ჯგუფურად და წყვილებში და გაუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაციები.აგრეთვე დაგეგმვა მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე.ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომის სწავლის სტილი.ასევე სსსმ მოსწავლეს,არაქართულენოვან მოსწავლეს და ნიჭიერ მოსწავლეებთან შეურჩიეთ აქტივობა და ჩავსვით მოსწავლის ნაშრომში. ასევე განვიხილეთ თვითრეგულაციის უნარი.დისციპლინა,ორგანიზება,მოტივაცია და ბოლოს მოსწავლეთა დამხმარეში ვნახეთ სხვადასვა ნიმუშები,შევარჩიეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს ,რომელიც შევინახეთ მოსწავლის ნაშრომში.შევქმენით მოსწავლის შაბლონი და შევინახეთ მოსწავლის შაბლონში.
.
Saturday, July 7, 2018
დღე მეექვსე
ტრენინგის მეექვსე დღეს-მოდული N5-ში ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასებაზე,მოვიძიეთ ინფორმაციიები ინტერნეტში,ფოტოები.მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლეების ნაშრომებზე მათი ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით.ასევე რესურსების ჯგუფში ვნახეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენი მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკები შევინახე შეფასების ფაილში და დრაივზე და ჩავაშენეთ ჩემს ბლოგზე.მადლობა დღევანდელი დღისთვის.
Thursday, July 5, 2018
დღე მეხუთე
ტრენინგის მეხუთე დღეს-ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.სლაიდების ჩასმა და ზომების შემცირებაამ აქტივობის შემდეგ შევედით ბლოგზე სადაც განვიხილეთ მეწყვილის პრეზენტაცია და გაუკეთეთ უკუკავშირი. vewer-ის რესურსებში მოვნიშნეთ მოსწავლის ნაშრომი დავალება სადაც ავირჩიეთ მოსწავლეების ნამუშევრები და განვიხილეთ. ვისაუბრეთ მოსწავლის პროექტის შექმნასა და შეფასებაზე.ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს და გავაკეთეთ ინდივიდუალურად ტესტი.ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.
Sunday, July 1, 2018
დღე მეოთხე
ტრენინგის მეოთხე დღეს-შევისწავლე შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.განვიხილეთ მოდული 2-ში აქტივობა მე-4 შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გავეცანით მოსწავლის წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასებას. ასევე მიმოვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები . განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები შევისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე და ბოლოს პორთფოლიოს პრეზენტაციის მიბმა და შევინახეთ დისკზე.
Saturday, June 30, 2018
დღე მესამე
ტრენინგის მესამე დღეს-გავეცანით ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას.ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა. სტანდარტების გათვალისწინება, განახლებული ბლუმის ტაქსონომია , 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი ქვესაკითხები და შევინახეთ შაბლონში. ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვებზე ვიმუშავეთ წყვილებში. სამუშაო თემატური მასალის უკეთ გაგების მიზნით.გავეცანით ბენჟამენ ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ფორმატს და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარე ფაილში.
Sunday, June 24, 2018
დღე პირველი
ტრენინგის პირველ დღეს-გავეცანით სასწავლო პროექტზე მუშაობა, განვიხილეთ viewer-ის სახელმძღვანელო და ვისწავლეთ მისი გამოყენება.21-საუკუნის უნარჩვევები, ფაილების გაგზავნა, შენახვა ,სურათების გადმოტვირთვა,შევისწავლეთ სახელმძღვანელოში საკითხების მონიშვნა და ფერების შეცვლა.მონიშნული საკითხების სწრაფად პოვნა.ბლოგის შექმნა. პროექტის მახასიათებლის ჩეკლინგი.ასევე ვისწვლე ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგის მეორე დღეს-გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი საკითხები. განვიხილეთ სხვადასხვა საკოლო პროექტების ნიმუშები.გაუზიარეთ ერთმანეთს პროექტები რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ . შევარჩიე ერთ ერთი პროექტი მომავალში განსახორციერებლად.ვისწავლე ბუკლეტების შექმნა სხვადასხვა ნიმუშების მიხედვით და ფოტოების მონიშვნა, ჩასმა ბუკლეტში.რაც ყველაზე აუცილებელია ბუკლეტი უნდა შევქმნათ, რათა მოვახდინოთ ჩვენი პროექტის დაინტერესება.ჩემი მოლოდინია, რომ ამ ტრენინგის საშუალებით შევძლებ სასკოლო პროექტის საფუძვლიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.
ტრენინგის მეორე დღეს-გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი საკითხები. განვიხილეთ სხვადასხვა საკოლო პროექტების ნიმუშები.გაუზიარეთ ერთმანეთს პროექტები რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ . შევარჩიე ერთ ერთი პროექტი მომავალში განსახორციერებლად.ვისწავლე ბუკლეტების შექმნა სხვადასხვა ნიმუშების მიხედვით და ფოტოების მონიშვნა, ჩასმა ბუკლეტში.რაც ყველაზე აუცილებელია ბუკლეტი უნდა შევქმნათ, რათა მოვახდინოთ ჩვენი პროექტის დაინტერესება.ჩემი მოლოდინია, რომ ამ ტრენინგის საშუალებით შევძლებ სასკოლო პროექტის საფუძვლიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.
Subscribe to:
Posts (Atom)